1/22/09

ზვიად გამსახურდია: "გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გამოძევების შესახებ" (I ნაწილი)

ადამიანის მიღწევები მეცნიერებაში, ხელოვნებაში და, საერთოდ, ყოველგვარი მიღწევა კაცობრიობისა, შედეგია ადამიანის გონების მოღვაწეობისა, მაგრამ გონების გარდა ადამიანს აქვს უნარი, რომელიც ამ გონებაზე მაღლა დგას და ეს უნარი არის, კერძოდ, ნათელხილვის ანუ ინტუიციის უნარი.

ბერმონაზვნობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთში

კოპტების წვლილი არქიტექტურასა და მხატვრობაშიც მოკრძალებულია, მაგრამ მათ ეკუთვნით ერთი დიდი წვლილი კაცობრიობის და, მით უმეტეს, ქრისტიანობის წინაშე _ კოპტების შექმნილი და დაფუძნებულია ის, რასაც ქრისტიანობაში ბერმონაზვნობა ჰქვია.

1/21/09

ბენედიქტელთა ორდენის წესდება

1. შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი გულით, მთელი სულით, მთელი არსებით.
2. გიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი.
3. არ მოკლა.

1/17/09

სომხური ეკლესიის ნიკეის სიმბოლო

გვწამს ერთი მამა ღმერთი, ყოვლისმპრობელი, ცისა და მიწის, ყოველივე ხილულის და უხილავის შემოქმედი.

11/5/08

ტერტულიანეს ნაშრომები

შინაარსის მიხედვით ტერტულიანეს თხზულებები შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ: 1) აპოლოგეტური - წარმართებისა და იუდეველების წინააღმდეგ; 2) დოგმატურ-პოლემიკური ერეტიკოსთა წინააღმდეგ; 3) ზნეობრივი ღვთისმეტყველების ცალკეული საკითხებისადმი მიძღვნილი თხზულებები.

11/4/08

ტერტუალიანე

ლათინურენოვან საეკლესიო მწერლობის რიგით მეორე წარმომადგენელია ტერტულიანე. მისი თხზულებები 12 ტომადაა გამოცემული და საეკლესიო ცხოვრების ყველა სფეროს მიმოიხილავს.ტერტულიანე ლათინურენოვანი საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის შემქმნელად ითვლება. ამავე დროს, ტერტულიანე ლათინურენოვან ეკლესიაში აპოლეგეტური მწერლობის დამფუძნებლადაც განიხილება.

11/3/08

ლათინურენოვანი მწერლობა

პატროლოგიის ენად ძველი ბერძნული ითვლება. იპოლიტე რომაელი რომში მოღვაწეობდა, მაგრამ ბერძნულად წერდა. ასევე. მე-4, მე-5 ს.ს.-ში ლათინი ღვთისმეტყველები ბერძნულის ცოდნას სავალდებულოდ თვლიდნენ, მაშინ, როდესაც ბერძენმა ღვთისმეტყველებმა ლათინური არ იცოდნენ.პირველი ლათინურენოვანი ძეგლია ”სკილიუმის მარტვილთა წამება” (დაახლ. 180 წ.).

11/1/08

სეპტუაგინტა

სეპტუაგინტა (იგივე ”სეპტიმა”) წარმოადგენს ძველი აღთქმის პირველ ძველბერძნულ თარგმანს, რომელიც ჩვ. წ. აღ-მდე III-II ს.ს.-ში შესრულდა. აღნიშნული თარგმანით სარგებლობდნენ წმ. მოციქულები და მომდევნო პერიოდის წმ. მამები. სეპტუაგინტას წმ. წიგნების კრებული ალექსანდრიის კანონში შევიდა.

10/31/08

ეკზეგეტიკა

ეკზეგეტიკა, ეკზეგა (ძვ. ბერძნული - ξηγητικά, ξήγησις - განმარტება) წარმოადგენს საღვთისმეტყველო მეცნიერების შემადგენელ ნაწილს, რომელიც ბიბლიის ტექსტებს განმარტავს, ასევე, შეისწავლის ბიბლიის ტექსტების განმარტების მეთოდებს.ეკზეგეტიკაში გამოიყენება ენის გრამატიკული კვლევა, ისტორიული რეალიების დადგენა და მინიშნებების, დაფარული აზრების ახსნა-განმარტება.

10/30/08

დიოდოხოს ფოტიკელი

დიოდოხოსი, რომელიც ძველ ეპირში ილირიის ფოტიკის ეპისკოპოსი გახლდათ, მე-5 საუკუნის მე-2 ნახევარში მოღვაწეობდა. იგი ”ფოტიკის ეკლესიის მასწავლებლად” იხსენიება. ვიქტორ უტიელი ”ვანდალების წინააღმდეგ” დაწერილ ნაშრომში (დაახლ. 490 წ.) საკუთარ თვს დიოდოხოსის მოწაფედ იხსენიებს და ამას უდიდეს პატივად მიიჩნევს. ნეტარი ”დიოდოხოსი, ეპისკოპოსი ფოტიკისა, ძველი ეპირის ეპისკოპოსთა შორის (ეპისკოპოსებთნ ერთად) ხელს აწერს იმპერატორ ლევისადმი გაგზავნილ წერილს”.

10/29/08

პატროლოგიის შესავალი

სიტყვა ”პატროლოგია” ბერძნული წარმოშობისაა (”პატირ”- მამა; ”ლოგოს” - სწავლება, მოძღვრება). პატროლოგია წარმოადგენს სამეცნიერო-საღვთისმეტყველო დისციპლინას, რომელიც ეკლესიის წმინდა მამათა წერილობით მემკვიდრეობას შეისწავლის. პატროლოგიის დარგი გულისხმობს ტექსტების კრიტიკულ გამოცემას (ყველა ხელნაწერის საფუძველზე), მათი ავტორობის და წარმოშობის პირობების დადგენას, ავტორთა პიროვნულ დახასიათებას, მათი ღვთისმეტყველების ანალიზს და ამა თუ იმ ძეგლის ადგილის განსაზღვრას ტრადიციაში.