ეკზეგეტიკა, ეკზეგა (ძვ. ბერძნული - ξηγητικά, ξήγησις - განმარტება) წარმოადგენს საღვთისმეტყველო მეცნიერების შემადგენელ ნაწილს, რომელიც ბიბლიის ტექსტებს განმარტავს, ასევე, შეისწავლის ბიბლიის ტექსტების განმარტების მეთოდებს.ეკზეგეტიკაში გამოიყენება ენის გრამატიკული კვლევა, ისტორიული რეალიების დადგენა და მინიშნებების, დაფარული აზრების ახსნა-განმარტება.
10/31/08
10/30/08
დიოდოხოს ფოტიკელი
დიოდოხოსი, რომელიც ძველ ეპირში ილირიის ფოტიკის ეპისკოპოსი გახლდათ, მე-5 საუკუნის მე-2 ნახევარში მოღვაწეობდა. იგი ”ფოტიკის ეკლესიის მასწავლებლად” იხსენიება. ვიქტორ უტიელი ”ვანდალების წინააღმდეგ” დაწერილ ნაშრომში (დაახლ. 490 წ.) საკუთარ თვს დიოდოხოსის მოწაფედ იხსენიებს და ამას უდიდეს პატივად მიიჩნევს. ნეტარი ”დიოდოხოსი, ეპისკოპოსი ფოტიკისა, ძველი ეპირის ეპისკოპოსთა შორის (ეპისკოპოსებთნ ერთად) ხელს აწერს იმპერატორ ლევისადმი გაგზავნილ წერილს”.
კატეგორია
Patrology
10/29/08
პატროლოგიის შესავალი
სიტყვა ”პატროლოგია” ბერძნული წარმოშობისაა (”პატირ”- მამა; ”ლოგოს” - სწავლება, მოძღვრება). პატროლოგია წარმოადგენს სამეცნიერო-საღვთისმეტყველო დისციპლინას, რომელიც ეკლესიის წმინდა მამათა წერილობით მემკვიდრეობას შეისწავლის. პატროლოგიის დარგი გულისხმობს ტექსტების კრიტიკულ გამოცემას (ყველა ხელნაწერის საფუძველზე), მათი ავტორობის და წარმოშობის პირობების დადგენას, ავტორთა პიროვნულ დახასიათებას, მათი ღვთისმეტყველების ანალიზს და ამა თუ იმ ძეგლის ადგილის განსაზღვრას ტრადიციაში.
კატეგორია
Patrology
Subscribe to:
Posts (Atom)