11/5/08

ტერტულიანეს ნაშრომები

შინაარსის მიხედვით ტერტულიანეს თხზულებები შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ: 1) აპოლოგეტური - წარმართებისა და იუდეველების წინააღმდეგ; 2) დოგმატურ-პოლემიკური ერეტიკოსთა წინააღმდეგ; 3) ზნეობრივი ღვთისმეტყველების ცალკეული საკითხებისადმი მიძღვნილი თხზულებები.

11/4/08

ტერტუალიანე

ლათინურენოვან საეკლესიო მწერლობის რიგით მეორე წარმომადგენელია ტერტულიანე. მისი თხზულებები 12 ტომადაა გამოცემული და საეკლესიო ცხოვრების ყველა სფეროს მიმოიხილავს.ტერტულიანე ლათინურენოვანი საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის შემქმნელად ითვლება. ამავე დროს, ტერტულიანე ლათინურენოვან ეკლესიაში აპოლეგეტური მწერლობის დამფუძნებლადაც განიხილება.

11/3/08

ლათინურენოვანი მწერლობა

პატროლოგიის ენად ძველი ბერძნული ითვლება. იპოლიტე რომაელი რომში მოღვაწეობდა, მაგრამ ბერძნულად წერდა. ასევე. მე-4, მე-5 ს.ს.-ში ლათინი ღვთისმეტყველები ბერძნულის ცოდნას სავალდებულოდ თვლიდნენ, მაშინ, როდესაც ბერძენმა ღვთისმეტყველებმა ლათინური არ იცოდნენ.პირველი ლათინურენოვანი ძეგლია ”სკილიუმის მარტვილთა წამება” (დაახლ. 180 წ.).

11/1/08

სეპტუაგინტა

სეპტუაგინტა (იგივე ”სეპტიმა”) წარმოადგენს ძველი აღთქმის პირველ ძველბერძნულ თარგმანს, რომელიც ჩვ. წ. აღ-მდე III-II ს.ს.-ში შესრულდა. აღნიშნული თარგმანით სარგებლობდნენ წმ. მოციქულები და მომდევნო პერიოდის წმ. მამები. სეპტუაგინტას წმ. წიგნების კრებული ალექსანდრიის კანონში შევიდა.